logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ხალხი შიმშილის ზღვარზეა, შემოსავალი აღარ აქვთ

11 აპრ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 
raard9i1d5lhqe2.png

ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 21 აპრილს სრულდება, ისევ გაგრძელდეს, ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ეპიდემიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რეჟიმის მოქმედების ვადის გაგრძელება, თუკი ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, საფრთხის შემცველია.  

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში პოზიციები შეიძლება ითქვას, რომ იდენტურია. პოლიტიკური პარტიები რამდენიმე პრობლემაზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სრულიად გაუაზრებლად. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას დღემდე არ წარმოუდგენია ანტიკრიზისული გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში ძალიან მალე სერიოზული შიმშილი დაიწყოს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, შეზღუდვები მოქმედებს ნაწილობრივ და ხშირ შემთხვევაში საზოგადოების კონტროლის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„პირველადაც რომ გამოცხადდა საგანგებო ვითარება, აბსოლუტურად გაუთვლელად გამოცხადდა, იმიტომ რომ არ არსებობდა გეგმა, რის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებდა. არ ჰქონდათ სტრატეგია თუ რამდენ ხანში და როგორ აპირებდა ვირუსის ლოკალიზებას. დღესაც პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა პირიქით. ყოველი გაგრძელებული დღე, რომელიც იქნება უმიზნოდ სტრატეგიული გეგმის გარეშე, ეს იქნება დამატებით შიმშილის დღე ქვეყანაში. ხალხი შიმშილის ზღვარზეა, შემოსავალი აღარ აქვთ“, - განაცხადა „ახალი საქართველოს.“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ოპოზიცია ღიად ალაპარაკდა არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა იზღუდება მაშინ, როდესაც ფაქტიურად ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ოპოზიციის თქმით პოლიტიკური ძალები არათანაბარ პირობებში არიან.

„საგანგებო მდგომარეობის დროს მთლიანად შეზღუდული და შეწყვეტილია საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. ოცნება ამ დროს იყენებს საარჩევნო კამპანიისათვის. ამას ემსახურება ტროლების გააქტიურება, უგემოვნო კლიპების გადაღება, ის აქტივობები, რომლებიც შეფუთულია და თურმე ის ყველაფერი რასაც სახელმწიფო ახორციელებს თურმე ქართული ოცნების დამსახურებაა“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ. 


close დახურვა